მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

რას ვაჩვენებ სტუმარს ბოლნისში?

Sunday, July 20, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია


 კიდევ ერთხელ დავათვალიერე, ჩავასწორე პროექტის გეგმის შაბლონი,გამოვაქვეყნე პრეზენტაცია. შემდეგ მოვისმინე და დავათვალიერე ჯგუფის წევრების პროექტები. შემაჯამებელი დღე საინტერესო იყო... ინტელი საინტერესო შემოთავაზებაა პედაგოგებისთვის. კარგი იყო 9 დღე მოსწავლედ ყოფნა, როდესაც მასწავლებელი ქალბატონი თამარ ლოსაბერიძეა! მომავალ შეხვედრამდე!..

Saturday, July 19, 2014

მერვე დღის რეფლექსია

პროექტის გეგმის შაბლონიდან  ვიმუშავე პროექტის გეგმაზე . შემდეგ ეს ნამუშევარი გადავიტანე  ბლოგზე. შევავსე გაკვეთილის გეგმა და გამოვაქვეყნე. გავეცანი საინტერესო პრეზენტაციას გარდნერის მრავალმხრივი განვითარების თეორიის შესახებ. ქალბატონი თამარი ბრწყინვალე პედაგოგია!

Wednesday, July 16, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

მოვახდინე პრეზენტაციის :  " მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი" ბლოგზე გადატანა. რესურსებში მოვახდინე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ადაპტირება. გავაკეთე შეფასების ინსტრუმენტების მოკლე აღწერა. საინტერესო სამუშაო იყო!

Sunday, July 13, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

გავაკეთე მოსწავლის პრესენტაციის სავარაუდო ნიმუში ისტ-ის გამოყენებით. ბლოგში გადავიტანე ჩემს მიერ შექმნილი პრეზენტაცია.გავეცანი ინტერნეტის უსაფრთხო  და მიზნობრივი გამოყენების წესებს. რაღაცები ამერია...

Saturday, July 12, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია
დავასრულე ბუკლეტზე მუშაობა,განვიხილეთ პრეზენტაციის ძირითადი საფეხურები.ვიმუშავე ინფორმაციის დიზაინზე.გავაკეთე პროექტის პრეზენტაცია.მოვედი დაღლილი, მივდივარ გამოცოცხლებული!

Sunday, July 6, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

გავიმეორეთ წინა დღის მასალა, დავსვი შეკითხვები პროექტთან დაკავშირებით.ვიმსჯელეთ შეფასების შესახებ,განვიხილეთ დროის ჩარჩო და დავაკავშირე საკუთარ პროექტთან. გავიხსენე სურათების გადატანა ბუკლეტზე.დღე ნაყოფიერი იყო.

Saturday, July 5, 2014

მესამე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების  დასმაში სტანდარტის მიხედვით. მოვახდინეთ  მიმართულების მიმცემი კითხვების ფორმულირება.განვიხილეთ ზმნები ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით, თუ რამდენად შეესაბამებოდა ისინი ჩემს პროექტს. განვიხილე 21-ე საუკუნის ლექსიკური ერთეულები პროექტთან მიმართებაში.